ქართული მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

30 აგვისტო 2019, 18:01 963 ნახვა

სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგო თავის ადგილზე რჩება. ჩორჩანასთან, ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებსა და ეუთო-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ულტიმატუმის ენით საუბარს და განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. მისივე თქმით, შეხვედრაზე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რა მიზანი ჰქონდა სოფელ წნელისთან ქართული ბლოკ პოსტის განთავსებას, რაზეც ქართული მხარის ერთმნიშვნელოვანი პასუხი იყო, რომ საგუშაგო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დგას.

დღევანდელი შეხვედრის კონსტრუქციულობას გაუსვა ხაზი შეხვედრიდან გამოსულებმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში