აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

31 აგვისტო 2016, 00:00 4635 ნახვა

 უმაღლეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე მინისტრის პოსტს ტოვებს. თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მან მთავრობის ხელმძღვანელს დღეს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმართა.  შეხვედრას ზურაბ პატარაძესათან ერთად სამინისტროს თანამშრომლები და სამედიცინოდ დაწესებულებების ხელმძვანელები ესწრებოდნენ. ნუგზარ სურმანიძის მინისტრის პოსტზე მუშაობის ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროში 23 პროგრამა განახორციელდა, სტიქიით დაზარალებულ 211 ოჯახს გაეწია დახმარება. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა აჭარაში სამედიცინო კლინიკების განვითარების სასარგებლოდ მიღებულ  გადაწყვეტილებებზე. ნუგზარ სურმანიძის გადაგმის შემდეგ მინისტრის მოვალოებას პირველი მოადგილე ლევანს გორგილაძე შეასრულებს.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში