ბონში სავარაუდოდ ახალგაზრდა ქალი ქმარმა კისრის არეში დაჭრა

31 აგვისტო 2019, 11:36 6303 ნახვა

ბათუმში, ბონის დასახლებაში  ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ქმარმა კისრის  არეში დაჭრა.

კისრის არეში ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებებით  ქალი  სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში  გუშინ  გადაიყვანა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით შემთხვევა ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში გვითხრეს, რომ პოლიციამ ქმარი ცხელ კვალზე დააკავა. მათივე ინფორმაციით,  გამოძიება საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სამედიცინო დაწესებულებაში  ამბობენ, რომ  დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში