სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე განცხადება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა

31 აგვისტო 2019, 10:01 1077 ნახვა

სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე განცხადება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი ვითარების გადასაჭრელად გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად.

ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში