მოსალოდნელი საკადრო ცვლილება - ბახტაძეს გახარია ჩაანაცვლებს?

01 სექტემბერი 2019, 12:01 1090 ნახვა

გიორგი გახარია ან მაია ცქიტიშვილი პრემიერად, ირაკლი ღარიბაშვილი კი 6 წლის შემდეგ, ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე.- ეს იმ შემთხვევაში თუ  „ტვ პირველით და გამოცემა BMG-ით“ დაანონსებული ვერსიით, სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება. დღეს, მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება. „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ დღეს, მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, თუმცა არავის დაუკონკრეტებია დღის წესრიგი.

შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე 2018 წლის 14 ივნისს წარადგინა, 20 ივნისს კი პარლამენტმა მისი კანდიდატურა ოფიციალურად დაამტკიცა. იმ შემთხვევაში თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ გუნდის მე-4 პრემიერი იქნება, ვინც თანამდებობას დატოვებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში