მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები აჭარაში?

02 სექტემბერი 2019, 12:10 3413 ნახვა

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები აჭარაშიც. ეს კითხვა აქტუალური პრემიერ მინისტრის გადადგომის შემდეგ გახდა. 

უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებით, ამ ეტაპზე რეგიონში საკადრო გადაადგილებები მოსალოდნელი არ არის და საკითხი არ განიხილება.

''ცენტრალურ დონეზე განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ცვლილებები აჭარაშიც განხორციელდება'' - ამბობენ კანონმდებლები.

აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის უმრავლესობისთვის მისაღებია ის, რასაც ცენტრალურ დონეზე გუნდი გადაწყვეტს. მათ შორის გიორგი გახარიას კანდიდატურაც, თუ მას პრემიერ მინისტრად დანიშნავენ.  

უმაღლესი საბჭოს ​ოპოზიციონერ დეპუტატებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი, გია აბულაძე ამბობს, რომ ყველა საკითხს ქვეყანაში ერთი ადამიანი წყვეტს და სწორედ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული რეგიონის ბედიც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში