პარლამენტის დარბაზში ოპოზიცია #სირცხვილიას სკანდირებს - სხდომა ჯერ ვერ იწყება

03 სექტემბერი 2019, 12:11 1416 ნახვა

პარლამენტში დაანონსებული სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. დარბაზში არიან აქცია ''სირცხვილიას'' ორგანიზატორები და ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები. ისინი სასტვენების ფონზე სირცხვილიას სკანდირებენ. 

საშემოდგომო სესია რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. დეპუტატებმა საქართველოს ჰიმნიც მოისმინეს, მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სიტყვითაც მიმართა. სწორედ ამ დროს გაისმა დარბაზში საპროტესტო შეძახილები. 

​მანდატურის თანამშრომლები ცდილობენ სიტუაციის დარეგულირებას და აქცია ''სირცხვილიას'' ორგანიზატორების დარბაზიდან გაყვანას. 

სხდომაზე არიან ''ქართული ოცნების'' დეპუტატებიც, რომლებიც საკუთარ ადგილებზე რჩებიან და სხდომის დაწყებას ელოდებიან. 

საშემოდგომო სესიაზე არ მივიდნენ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები. ბოიკოტის შესახებ ნაცებმა ბრიფინგზე ისაუბრეს და თქვე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დაწინაურებას არ შეეგუებიან. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში