მეწყერი ქედაში

01 სექტემბერი 2016, 00:00 4772 ნახვა

მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა ქედაშიც. ძლიერი წვიმის შედეგად სულ 15 მეწყრული პროცესი მერისის, წონიარისისა და ოქტომბრის საკრებულოებში განვითარდა. აღდგენითი სამუშაოები 10 მიმართულებით უკვე დაწყებულია. ამ დრომდე ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოები ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჩარაგაულში, სადაც გზა ჩაიკეტა. სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტი ანხორციელებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში