პარლამენტთან დეპუტატი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა

03 სექტემბერი 2019, 14:31 2538 ნახვა

საქართვლოს პარლამენტის შენობასთან, სადაც #სირცხვილიას მონაწილეები დეპუტატებს სირცხვილი კორიდორში ატარებენ, ინციდენტი მოხდა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ჯერ ''სირცხვილიას'' წარმომადგენლებს დაუპირისპირდა, შემდეგ კი აქციაზე მყოფ ''ნაციონალური მოძრაობის'' აჭარის ორგანიზაციის წევრ სოლომონ ბაჯელიძეს. სიტუაციაში პოლიცია ჩაერია. 

მოგვიანებით სოლომონ ბაჯელიძემ განაცხადა, რომ დეპუტატმა თავიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე მტკიცებით, დეპუტატი პროტესტის ფორმამ და შეძახილებმა გააღიზიანა და ხელი დაარტყა. პოლიცია ამ წუთებში სოლომონ ბაჯელიძეს კითხავს. 

ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან, სიტყვიერ დაპირისპირებაზე წერს სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილიც და ფოტოს აქვეყნებს. ამბობს, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ ჯერ აგინა, მერე ხელის დარტყმა სცადა და ააცილა.

 

დეპუტატმა კი ტერიტორია ავტომობილით დატოვა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში