საშემოდგომო სესია პროტესტის ფონზე გაიხსნა  

03 სექტემბერი 2019, 21:22 1207 ნახვა

რაც ურო მეტად ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო მეტად მწვავდება პოლიტიკური ვითარება. დღეს საშემოდგომო სესიის გახსნისას ჰიმნი სტვენამ ჩაანაცვლა, ოპოზიციის გაძევების შემდეგ კი სხდომაზე სადებატოდ ერთმანეთის პირისპირ დამოუკიდებლები, პატრიოტთა ალიანსი და „ოცნება“ დარჩა.

გამოსვლების მთავარი საგანი ოპონენტების ქცევა და მიზნები იყო. შეაჯამეს გავრილოვის ღამის ეფექტიც. ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ პროტესტი პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატიულობის მაჩვენებლად შეაფასა, თუმცა მიუხედავად ამისა დარბაზი სწორედ ამ საქციელის გამო დაატოვებინა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში