გავრილოვის ღამის სიმბოლო - პროტესტი აჭარის უმაღლეს საბჭოში 

03 სექტემბერი 2019, 22:01 2243 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება შეაფასეს რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოშიც. როგორც მოსალოდნელი იყო მმართველი გუნდი გახარიას გაპრემიერების პერსპექტივას დადებითად აფასებს. ამბობენ, რომ 20 ივნისის ღამესთან გახარიას ნეგატიურ კონტექსტში დაკავშირება არასწორია, რადგან პირიქით იმ ღამეს მინისტრმა ქვეყანას უარესი შედეგი თავიდან ააცილა.  

უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ფაქტს რუსეთის გავლენას უკავშირებს. სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ივანიშვილმა რეალურად სამთავრობო გუნდში ის ხალხი შემოიკრიბა ვისაც ყველაზე მეტად ენდობა. ამასთან მოქმედ ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ძალოვანი მინისტრის გაპრემიერებით წინა ხელისუფლებამ მოღვაწეობა დაასრულა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში