უსკოში ბლოკების რეგისტრაცია დასრულდა

01 სექტემბერი 2016, 00:00 2192 ნახვა

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის პროცედურები დასრულდა. თავმჯდომარის განკარგულებით უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 5 საარჩევნო ბლოკი დარეგისტრირდა.  რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის 20 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. აქედან 11 გაერთიანდა 5 ბლოკში, 15 კი დამოუკიდებლად იყრის კენჭს. უსკოში დარეგისტრირებული ბლოკებია „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“, „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო“. „ჩვენები - სახალხო პარტია“, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“.  

ამავე კატეგორიაში