საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობები 27 წელს ითვლის

04 სექტემბერი 2019, 11:00 1892 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში 1992 წლის 23 აპრილს გაიხსნა. მაშინ ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი კერი კავანო იყო.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ბიოგრაფია 27 წელს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში ელჩი 8-ჯერ შეიცვალა. 

დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა დღეს დაასახელა. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა დიპლომატი კელი დენიანი წარადგინა. სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის რიგით მეცხრე ელჩი იქნება. 

ელჩის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს. ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, მას შემდეგ, უკვე წელიწადზე მეტია აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

გადავავლოთ თვალი ელჩების ქრონოლოგიას წლების მიხედვით

პირველი ელჩი კენთ ბრაუნი იყო. ის საქართველოში დიპლომატის რანგში 1992 წლის სექტემბრიდან 1995 წლის აგვისტომდე საქმიანობდა. 

ვილიამ ქორთნი - 1995 სექტემბერი - 1997 აგვისტო.

კენეტ იალოვიცი 1998 ივლისი - 2001 ივნისი.

რიჩარდ მაილსი  2002 მაისი - 2005 აგვისტო.

ჯონ ტეფტი 2005 აგვისტო -  2009 სექტემბერი

ჯონ ბასი  2009 წლის ოქტომბრი -  2012 ივლისი

რიჩარდ ნორლანდი 2013 აგვისტო - 2016 სექტემბერი

იან კელი - 2016 წლიდან დღემდე

საქართველოს რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორი ელჩი ჰყავდა. მათ მოღვაწეობას ქვეყნაში კრიზისული სიტუაციები დაემთხვა - ვარდების რევოლუცია და რუსეთ-საქართველოს ომი.

2009 წლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი ელჩი აღარ ჰყოლია.

რაც შეეხება ბოლო ელჩს იან კელის. საქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელის კანდიდატურა 2015 წელს შეერთებული შტატების იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაასახელა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. 

საქართველოში დანიშვნამდე, ელჩი კელი დიპლომატის სტატუსით ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტში მუშაობდა. 2010-13 წლებში ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი იყო; 2009-10 წლებში – სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს სპიკერი; 2007-09 წლებში – ევროპისა და ევრაზიის ბიუროს რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი, ხოლო 2004-07 წლებში – ნატოში აშშ-ის მისიის საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერი.

დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ელჩობის კანდიდატს კელი დეგნანს  კი, დიპლომატიური საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. მას წამყვანი დიპლომატიური პოსტები ეკავა იტალიაში, კოსოვოში, ავაღანეთსა და თურქეთში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში