ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი

04 სექტემბერი 2019, 10:07 1300 ნახვა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი გრძელდება. მესამე  დღეს დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა. პიანისტი ფესტივალზე ბეთჰოვენის მე-5 საფორტეპიანო კონცერტით წარსდგა.

ბათუმის ფესტივალის ორკესტრს  იტალიელმა დირიჟორმა, სან-რემოს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯანკარლო დე ლორენცომ უხელმძღვანელა.  

კონცერტზე   შესრულდა ბეთჰოვენის - „ეგმონტი“ „უვერტიურა“ და მოცარტის კონცერტი კლარნეტისათვის, რომელიც იტალიიდან მოწვეულმა კლარნეტისტმა კლაუდიო მანსუტიმ შეასრულა. ფესტივალი 10 სექტემბერს დასრულდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში