ანა დოლიძემ არ ისურვა შვებულების შეწყვეტა და არ მოცდა დასვენებას - დიმიტრი გვრიტიშვილი

04 სექტემბერი 2019, 16:40 2022 ნახვა

''ანა დოლიძემ არ ისურვა შვებულების შეწყვეტა და არ მოცდა დასვენებას'' - უთხრა ჟურნალისტებს დიმიტრი გვრიტიშვილმა. 

საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი ამბობს, რომ დოლიძე სამსახურეობრივ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს, რაზეც არაერთხელ უსაუბრია. 

''მე და ჩემს კოლეგებს,  მოსამართლე წევრებს ვგულისხმობ, არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ანა დოლიძე არაჯეროვნად ასრულებს თავის სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობას, რის გამოც იგი არ იმსახურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაღალ სტატუს. დღვანდელი დღე ამის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია. 

ყოფილა სხვა შემთხვევებშიც, როდესაც კონკურსის დროს არც გასაუბრებაში მიუღია მონაწილეობა, არც კენჭისყრაში. არც მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონიალში. 

დღესაც ფაქტიურად იგივე მეორდება. მან არ ისურვა შვებულების შეწყვეტა და არ მოცდა დასვენებას. არ იღებს, მისივე თქმით ასეთ ისტორიულ და მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობას'' - ამბობს გვრიტიშვილი. 

ანა დოლიძე შვებულებაშია. მას მოსამართლეთა კანდიდატებისთვის ქულები არ დაუწერია და არც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში