ნაციონალური მოძრაობა: შუახევში ოთხ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ავარიულია

05 სექტემბერი 2019, 11:19 2155 ნახვა

შუახევი-დაბაძველის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის წევრი.  

სოსლან ზოიძის ინფორმაციით,  ოთხ სოფელთან დამაკავშირებელი  ხიდი ავარიულია და მისი რეაბილიტაცია  საგზაო დეპარტამენტმა გასულ წელს დაანონსა, თუმცა ბიუჯეტში არ გაითვალისწინა.  

საგზაო დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ ხიდების ტექნიკური შესწავლისთვის ტენდერი გამოცხადებულია, ამის შემდეგ უნდა გაირკვეს  ხიდს სრული რეაბილიტაცია სჭირდება თუ  რემონტი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში