ბათუმში სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმე კვლავ ძიებაშია

05 სექტემბერი 2019, 12:28 3548 ნახვა

სტუდენტის, სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული დეპუტატისა და ყოფილი ლექტორის  საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუსრულებია. ომარ მახარაძის საქმეს სამართალდამცველები სამ თვეზე მეტია იძიებენ. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სამინისტროში უთხრეს, რომ პროცესები გრძელდება. 

მეორე კურსის სტუდენტმა 21 მაისს თქვა, რომ ლექტორი მას ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა. შემთხვევიდან ერთ დღეში, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ ომარ მახარაძეს სალექციო საქმიანობის უფლება ჯერ დროებით შეუჩერა, შემდეგ კი ხელშეკრულება გაუუქმა. 

მახარაძემ ბათუმის საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა, თუმცა რიგითი დეპუტატის რანგში ის სხდომებს ესწრება. 

ომარ მახარაძე გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც მისი, როგორც პოლიტიკოსისა და ლექტორის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში