ღარიბაშვილი: „გირჩის“ საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას“

05 სექტემბერი 2019, 15:06 1581 ნახვა

„გირჩი“ სექტაა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.  მომავალმა თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ  „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

როგორც  იცით, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა უვადდება თუ ის მღვდელმსახურია ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

ამ მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ გასულ წელს დაფუძნდა რელიგიური ორგანიზაცია, რომელშიც ახალგაზრდები ჩაეწერენ. ზურა ჯაფარიძე ჯარში იძულებით გაწვევის წინააღმდეგია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში