''ნუ მებლატავები და მომისმინე'' - დამოუკიდებელი დეპუტატი მინისტრობის კანდიდატს

05 სექტემბერი 2019, 20:50 3424 ნახვა

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

რატომ არ მისმენთ?“ – მიმართა კობერიძემ მაჭავარიანს.

დამოუკიდებელი დეპუტატის მინისტრობის კანდიდატს მოუწოდებდა, კითხვის დასმის დროს მისთვის მოესმინა. 

ლევან კობერიძე: ველოდები ბატონ ვანოს, რომელსაც მივმართავ და საუბრობს, რომ დაამთავრებს მაშინ, მერე გავაგრძელებ. იმისთვის მოდიხართ, რომ მომისმინოთ. როცა კითხვას სცვამ სხვა დეპუტატებს ესაუბრებით.

ივანე მაჭავარიანი: შეგიძლიათ დაელოდოთ, როცა პასუხის დრო იქნება და გაგცემთ პასუხს. საით გავიხედავ კითხვის დროს, ეს თქვენი საქმე არ არის, მიიღებთ ამომწურავ პასუხს. 

ლევან კობერიძე: როცა კითხვას ვსვამ მე უნდა მისმინოთ, იმიტომ რომ გეკითხებით. ამიტომ ხართ აქ მოსული. 

ივანე მაჭავარიანი: რა სახით და როგორ ვისმენ ეს თქვენი საქმე არ არის

ლევან კობერიძე: ნუ მებლატავებით ახლა და მომისმინეთ

ივანე მაჭავარიანი: ლევან ძალიან გთხოვთ მოზომეთ ტერმინები

ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და „მაესტროს“ სახელმწიფოს მიმართ 55 მილიონიანი დავალიანება აქვთ, რასაც მათგან უნდა ითხოვდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში