ირაკლი ღარიბაშვილის ძველი და ახალი რიტორიკა

05 სექტემბერი 2019, 21:47 1957 ნახვა

ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, მისი ფრაზები კი ჰედლაინებად მედიაში. სხვათაშორის სიტყვა „ძირგამომთხრელიც“ მას დღეს პირველად არ უხსენებია. გვახსოვს 2014 წელი და კამპანია „ეს შენ გეხებას“ წინააღმდეგ ნათქვამი იგივე ფრაზა. გვახსოვს მისი მთავრობაში ყოფნის დროს ბევრი ხმაურიანი მოვლენა და ბევრი ხმაურიანი განცხადება.

გავიხსენოთ ღარიბაშვილი მარგველაშვილზე, ალასანიაზე, ოპოზიციისა და სააკაშვილზე, რომელსაც ბოლოს „ქინძი“ უწოდა. სხვათაშორის პოლიტიკაში დაბრუნებულმა ღარიბაშილმა ახლახან მედიას თავი სანდრა რულოვსის მისამართით სექსისტური განცხადებით დაამახსოვრა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში