დღეს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები მოუსმენენ

06 სექტემბერი 2019, 10:21 1234 ნახვა

დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები მოუსმენენ.

პირველი შეხვედრა 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციასთან შედგება. ისინი ბოიკოტის გამო, მთავრობის ახალი შემადგენლობასთან შეხვედრას არ აპირებდნენ, თუმცა 5 სექტემბერს, გადაწყვეტილება შეცვალეს.

ხვალ, 7 სექტემბერს კი, მინისტრობის კანდიდატებს  „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში