თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებზე ავტოსკოლის გავლის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა გაიცემოდა - საგამოძიებო

06 სექტემბერი 2019, 10:47 2492 ნახვა

სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების 5 ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დანაშაულში მხილებული პირები, რომელთა საქმიანობის სფეროსაც მძღოლთა პროფესიული მომზადება-გადამზადება წარმოადგენდა, თანხის სანაცვლოდ  მოქალაქეებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მომზადების სასწავლო პროგრამის ყალბ მოწმობებს სპეციალური პროგრამის გავლის გარეშე გასცემდნენ.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში