გახარიას პარლამენტში #სირცხვილიას საპროტესტო სიმღერა მოასმენინეს - ''გახარიას უხარია''

06 სექტემბერი 2019, 12:19 2943 ნახვა

გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის''  წევრებმა, 20 ივნისის შემდეგ დაწერილი საპროტესტო სიმღერა მოასმენინეს.

რომან გოცირიძემ შეხვედრა ვიდეოშეკითხვით დაიწყო, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში, სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე კლიპი ჩაირთო. 

„ჩვენი შეკითხვა გვინდა დავიწყოთ ვიდეოშეკითხვით, რომელსაც ჩვენ ახლა აქ მოგასმენინებთ, რომელსაც თქვენ იხილავთ ეკრანზე და პასუხს ამ მწვავე შეკითხვაზე მოითხოვს დღეს ხალხი, მოითხოვს მთელი ქვეყანა'' -თქვა რომან გოცირიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში