რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში“ - გვარამია ახალი ბრალის წაყენებაზე

06 სექტემბერი 2019, 14:19 1943 ნახვა

ნიკა გვარამია ახალი ბრალის წაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „მთავარი არხი“ ეთერში მაინც გავა. დემოკრატიაში კი ცხოვრება საამურია. 

“დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ.

რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში“.

„მთავარი არხი“ მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“, - წერს გვარამია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რამდენიმე წუთის წინ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში