იტყუებით, იტყუებით... თქვენ კი ნამდვილი ხულიგანი ხართ - გიორგი გახარია ოპოზიციას /ვიდეო/

06 სექტემბერი 2019, 17:01 2102 ნახვა

პარლამენტში ''ევროპული საქართველოს''  წევრები გიორგი გახარიას უსმენენ. ირმა ნადირაშვილი 20 ივნისს აქციაზე გამოყენებული ტყვიების საკითხით დაინტერესდა. 

დეპუტატმა თქვა, რომ ტყვიებს ეწერა, რომ ის ნაკლებად ლეტალური იყო.  

ირმა ნადირაშვილი: იცოდით თუ არა, რომ ამ ტყვიებს აწერია ნაკლებად ლეტალური, სურათი მაქვს მოტანილი და თქვენც გექნებათ ნანახი.

გიორგი გახარია: იტყუებით

ნადირაშვილი: არა არ ვიტყუები, შეიძლება  არასწორი ინფორმაციაა.

გახარია: იტყუებით, ამ ტყვიებს აწერია არა ლეტალური.და შეგიძლიათ სურათების ინტერნეტიდან ამოღების მაგივრად მიხვიდეთ შესაბამის დანაყოფებში და ამოიღოთ რეალური ტყვიები, რომლებიც იყო გამოყენებული. 

მოგვიანებით, პრემიერობის კანდიდატმა ნადირაშვილს ტყვია გადასცა, რასაც დარბაზში მყოფთა რეპლიკები მოჰყვა. 

''ერთი მე მესროლეთ და ერთს მე ვისვრი'' - მიმართა აკაკი ბობოხეძემ გახარიას. 

პრემიერობის კანდიდატმა კი დეპუტატს ხულიგანი უწოდა და უთხრა: ''სიამოვნებით, მაგრამ დარბაზში არა''...

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში