რატომ არიან აქციის მონაწილეები ციხეში, ხოლო ვინც თვალი გამომთხარა თავისუფალი - მაკო გომურის კითხვა გახარიას

06 სექტემბერი 2019, 17:47 1919 ნახვა

ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს სხდომაზე მაკო გომურის კითხვა წაუკითხა.

"რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ ის უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როდესაც პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს. და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა? და კიდევ, გადაეცით, ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორც თვითონაა. გული".

გიორგი გახარიამ კითხვაზე პასუხი არ გასცა და თქვა, რომ ეს შეფასება იყო.

"არა, როგორ. ეს კითხვა არ ყოფილა, ეს შეფასება იყო. მადლობა შეფასებისთვის"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში