ენმ ნეპოტიზმზე საუბრობს

01 სექტემბერი 2016, 00:00 2602 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ასმათ დიასამიძემ ბრიფინგზე რამდენიმე პირი დაასახელა, რომელიც მისი ტქმით, თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა, რომ ზურაბ პატარაძის მეგობარია. მათ შორის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე-სულხან ხალვაში, აპარატის უფროსი- გოჩა ჯაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მერაბ კარანაძე, ილო ნაკაშიძე, ნუკრი ბეჟანიძე. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით და ნათესაური და მეგობრული კავშირებით დაწინაურებას უარყოფენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სულხან ხალვაში მინისტრის მოადგილედ მისი  პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, მისი საქართველოსა და უცხოეთში მიღებული დიდი სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილებით დაინიშნა. აჭარის მთავრობაში ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში