მე მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ - თორნიკე რიჟვაძე აჭარის მაუწყებელს

06 სექტემბერი 2019, 22:15 10100 ნახვა

''ბოლო დღეებში თქვენგან განსაკუთრებით წამოიჭრა ეს საკითხი და მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ. ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას'' - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს თორნიკე რიჟვაძემ. 

"მთავარის" წამყვანს აინტერესებდა, გაგრძელდებოდა თუ არა წარსულის პრაქტიკა, როცა საქართველოს პრემიერ მინისტრის შეცვლის შემდეგ, ყოველთვის იცვლებოდნენ რეგიონის პირველი პირები.

თორნიკე რიჟვაძემ კი განაცხადა, რომ ეს საკითხი ბევრჯერ დაისვა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან და ''დაოკება'' ურჩია.

თეონა ბაკურიძე: დავოკდეთ ჩვენ გვითხარით ტელევიზიას თუ ჩემი მისამართით იყო ეს ფრაზა? 

ამ კითხვას მთავრობის თავმჯდომარემ აღარ უპასუხა. თქვა, რომ წლის ბოლომდე რეგიონში შეძლებენ სამი მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვას და 6 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, რომელიც ნიშნავს 6 000 ძლიერ ქართულ ოჯახს. 

თეონა ბაკურიძე: ბატონო თორნიკე არქივიდან და წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. არ მეთანხმებით, რომ ლეგიტიმურია კითხვა. იცვლებოდნენ პრემიერები იცვლებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ამიტომ გისვამთ ამ კითხვას, არ ვყვებით ჩვენ ჭორებს და არ ვფიქრობ, რომ სწორია თქვენი შეფასება, როდესაც გვეუბნებით, რომ ''დაოკდით''. 

 

"ეს თქვენი გადაწყვეტილებაა რას დაეთანხმებით და რა არ მოგეწონებათ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც მთავარის ეთერში თეონა ბაკურიძის კითხვებს პასუხობდა. 

„ჩვენი გეგმაა გახლავთ, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ რეგიონი გავწმინდოთ ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისგან“- თქვა თორნიკე რიჟვაძემ და მედიას მოუწოდა ჭორებს არ აყვნენ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში