თორნიკე რიჟვაძის მორიგი რეპლიკა- საზოგადოების რეაქცია და განმარტებები

07 სექტემბერი 2019, 21:15 2588 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ რეპლიკა - „მე მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ“ არა კონკრეტულად  აჭარის ტელევიზიას და „მთავარის“ წამყვანს არამედ  ყველა იმ ადამიანს ეხებოდა, ვინც ცდილობს აჰყვეს   ჭორებს და   საზოგადოების  დრო დახარჯოს სპეკულაციებში.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასმათ დიასამიძემ თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, მუქარა და შეურაცხყოფა უწოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს „ რეგიონული ოფისების კოორდინატორმა, კი თორნიკე რიჟვაძეს  ლექსიკა დაუწუნა და მის წინამორბედებს შეადარა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში