პარლამენტთან „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

08 სექტემბერი 2019, 11:13 1141 ნახვა

პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები სასტვენების დახმარებით პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას დასცინის, რადგან 20 ივნისის ღამის შემდეგ, გიორგი გახარიას შსს-ს მინისტრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის ნაცვლად დღეს ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა იმართება, რომელზეც კანონმდებლები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში