მეწყრული პროცესები ქედაში

01 სექტემბერი 2016, 00:00 3513 ნახვა

ქედაში სოფელ კვაშტაში განვითარებულმა მეწყერმა  დიასამიძეების საცხოვრებელს საფრთხე შეუქმნა, რის გამოც ხუთ წევრიანი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშაა დარჩენილი. ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელ ცხმორისში ჩარგაულის უბანში 12 ოჯახი, აქ გზაზე ჩამოსული მიწის მასის გაწმენდა უამინდობის გამო ვერ ხერხდება. სოფელ დანდალოში, არძენაძეების უბანში საავტომობილო გზაზე განვითარებულმა მეწყერმა საფრთხე შეუქმნა ლევან არძენაძის საცხოვრებელ სახლს. ადგილზე მუშაობდა  სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. აღდგენითი სამუშაოები 4 მიმართულებით მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად სულ 15 მეწყრული პროცესი განვითარდა. ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდებათ მთა კოსლითავის და ლოდნარის აბონენეტებს. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში