ჩვენ ვიქნებით კონკრეტულად კონცენტრირებული შედეგზე და გვექნება დროში გაზომვადი მიზნები - გიორგი გახარია 

08 სექტემბერი 2019, 17:59 1334 ნახვა

ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანაა საქმე და შრომა, ეფექტი, შედეგი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, მაქსიმალურად სწრაფად ვაგრძნობინოთ შედეგები ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალ მთავრობას აქვს ბევრი კარგი ინიციატივა და სახელმწიფო ბიუროკრატია სრულად და ეფექტურად უნდა ამუშავდეს, იმისთვის, რომ ყველა დაგეგმილი ინიციატივა მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე.

„ჩვენ დღეს აბსოლუტურად მკაფიოდ ვისაუბრეთ როგორც შიდა, ასევე საგარეო უსაფრთხოების კომპონენტზე, ეკონომიკის განვითარებაზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი განზომილებები, რომლებზეც ვიქნებით კონცენტრირებული. პირველი, ეს არის ეფექტურობა - ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სად, ქალაქში თუ სოფელში, სახელმწიფო, მთავრობა, ხელისუფლება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც როდესაც სახელიდან გამოდის და მის პრობლემებს ან აგვარებს - ან ვერ აგვარებს. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით კონკრეტულად კონცენტრირებული შედეგზე და ჩვენ გვექნება დროში გაზომვადი მიზნები. სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა იყოს ეფექტური და კეთილსინდისიერი. როდესაც ვამბობ - კეთილსინდისიერი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ძირითადი ორიენტაცია უნდა იყოს თითოეული მოქალაქის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში