20 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმის განხილვა იწყება

09 სექტემბერი 2019, 10:54 1178 ნახვა

20 ივნისს აქციაზე მყოფი 7 დაკავებული პირის საქმის განხილვას იწყებს თბილისის საქალაქო სასამართლო. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული, სადაც დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით გამოვლენ.  

სხდომის დაწყებამდე კი სასამართლოს ეზოში აქცია სახელწოდებით - „გავრილოვის პატიმრები“ იწყება.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ჯერ 4 პირი დააკავეს, შემდეგ კი 3 მოქალაქე აიყვანეს. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში