ბათუმი, ამინდი 9 სექტემბერს - ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია

09 სექტემბერი 2019, 12:26 1648 ნახვა

ბათუმში დღეს მზიანი და თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსს მიაღწევს, ზღვის წყლის ტემპერატურა კი 25 გრადუსია. 

მომდევნო დღეების განმავლობაში, სანაპირო კურორტებზე დღისით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ გვიან საღამოსა და ღამის საათებში, შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობზე მომდევნო 3 დღის განმავლობაში მზიანი ამინდი იქნება, ტემპერატურა 27-29 გრადუსი. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთის ბარში კი მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ნისლი, ტემპერატურა 22-24 გრადუსი იქნება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში