ბათუმის საკრებულო ნოტარიუსად იქცა - ოპოზიცია "მდუმარე დეპუტატების" კვლევაზე

11 სექტემბერი 2019, 15:10 1984 ნახვა

მდუმარე დეპუტატები ბათუმის  საკრებულოში, რომლებმაც სამ თვეში  60 ათას ლარამდე ხელფასი მიიღეს.   საკრებულოს 21 წევრიდან თორმეტი პასიურ დეპუტატებს  შორის მოხვდა. ყველა მათგანი წარმომადგენლობით ორგანოში  ,,ქართულ ოცნებას“  წარმოადგენს.

ეს სტატისტიკა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, რომელსაც პირველი შეფასებები უკვე მოჰყვა. უმცირესობაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის წევრებს საკრებულოში ძირითადად ნოტარიუსის ფუნქცია აქვთ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში