41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის უკანონო შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს

12 სექტემბერი 2019, 10:27 2017 ნახვა

სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, რომლებმაც საქართველოში უკანონოდ 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა შემოიტანეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნული საქონელი მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების გზით, საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში