აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია

12 სექტემბერი 2019, 09:45 976 ნახვა

აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა ტვიტერზე დაწერა.

შეერთებული შტატები რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მორგან ორტაგუსი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის უკანონო, ბოროტად განზრახულმა ქმედებამ, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შეარყია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში