მოსამართლეთა სია - კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეფასება

12 სექტემბერი 2019, 17:34 1417 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი შეაფასეს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პარლამენტის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიმდინარეობდა, თუმცა პრობლემა თავად საკანონმდებლო მოწესრიგების მიმართულებით იყო.

ხელისუფლებამ, კანონმდებლობის შემუშავების ეტაპზე არ აჩვენა პოლიტიკური ნება, რომ კონკურსისას მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გარემო შექმნილიყო, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პარლამენტისათვის ღირსეული კანდიდატების წარდგენა.  

ხელისუფლებამ ამ პროცესში არ გაითვალისწინა  მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის,  ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც კი. საბოლოოდ, შექმნილი  საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში  შესაძლებელი გახდა სიის იმგვარად ფორმირება, რომელიც ძირითადად სასამართლოში არსებულ გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.

საბოლოოდ, 20 კაციანი სიის ფორმირება მოხდა იმგვარად, რომ თავდაპირველი 10 კაციანი პრობლემური სიის ნაწილი მასში ისევ მოხვდა და ამ სიას გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილის სახელები და გვარები დაემატა.

ამ სიის შემადგენლობის დიდ ნაწილზე პროგნოზები წინასწარვე კეთდებოდა.  სიაში ძირითადად სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეები ან მათთვის მისაღები კანდიდატები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ. სიაში მოხვდნენ ასევე ისეთი მოსამართლეები, რომელთა საქმიანობის მიმართ არაერთი კითხვა არსებობს, მათ შორის, შესაძლო კორუფციის მიმართულებითაც - წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში