„იდუმალი სტუმარი“ - ვინ და როგორ შეამოწმებს ტურისტულ სერვისებს? 

12 სექტემბერი 2019, 21:50 2375 ნახვა

რესტორნებისა და სასტუმროების საყურადღებოდ - შესაძლოა უახლოეს პერიოდში „იდუმალი სტუმარი“ გეწვიოთ. პროექტს ტურიზმის დეპარტამენტი წელსაც ახორციელებს. სპეციალურად მომზადებულმა, „პრეტენზიულმა სტუმარმა „ მომსახურების ხარისხთან ერთად ინტერიერი და ხედიც უნდა შეაფასოს. საბოლოოდ რეკომენდაციები შემოწმებულ ობიექტებს გადაეგზავნებათ, ამას კი მომხმარებელი ვერ ნახავს.

მსგავსი რეიტინგების, თუ ვარსკვლავების სისტემა არ არსებობს - არც ფორმალური და არც არაფორმალური, შესაბამისად ამ მხრივ ეფექტიანობის დადგენა რთულია, მაგრამ მარტივია მომსახურების სფეროში ჩართული პირებისთვის.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში