ხაზარაძე: ივანიშვილმა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოტანა მთხოვა

13 სექტემბერი 2019, 12:09 1621 ნახვა

მამუკა ხაზარაძის მორიგი სკანდალური განცხადება.  აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი  მას საკონსტიტუციო სასამართლოდან  ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოტანას სთხოვდა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის თქმით , საქმე ეხება  ვანო ჩხარტიშვილის თიბისი  ბანკის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას, როცა  ჩხარტიშვილი  30 მილიონ დოლარს ითხოვდა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს იყო  აბსურდული თემა, რადგან როგორც ,,ლელოს“ დამფუძნებელი ამბობს, ანალოგიური  საქმე  ვანო ჩხარტიშვილს აღძრული ჰქონდა სხვადასხვა მსხვილი კომპანიის მიმართ და ყველა ერთ მოსამართლესთან ხვდებოდა.

ხაზარაძე იხსენებს, იმასაც რომ ამ საქმესთან დაკავშირებით  შეხვედრა გაიმართა სოლოლაკის სასახლეში, რომელსაც ესწრებოდნენ მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ბიძინა ივანიშვილი და  თავად ვანო ჩხარტიშვილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში