აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 23 %-ით გაიზარდა

13 სექტემბერი 2019, 15:02 1846 ნახვა

აგვისტოში 23 %-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან.  საზღვრის კვეთის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, საზღვრის კვეთა 3 მილიონ 307 ათას 87-ჯერ განხორციელდა.

16 პროცენტით  გაიზარდა აზერბაიჯანიდან ვიზიტორთა მაჩვენებელი, რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა კი  6 პროცენტით შემცირდა. გაზრდილია სარფში  ვიზიტორთა მაჩვენებელიც.

სარფიდან ქვეყანაში  10 ათას 204-მა პირი შემოვიდა.  მცირედით გაზრდილია ბათუმის პორტის საშუალებით ვიზიტორთა გადაადგილების მაჩვენებელიც. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია ბათუმის აეროპორტში მგზავრთა გადაადგილების მაჩვენებელი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში