აუდიტის სამსახური 6 პარტიის დაჯარიმებას ითხოვს

02 სექტემბერი 2016, 00:00 3578 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 6 პარტიის, 1 დამოუკიდებელი კანდიდატისა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის დაჯარიმებას მოითხოვს. კერძოდ, კი  სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსის“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ჩვენი სამშობლოს“, „სახალხო პარტიის“, „ქართული იდეის“, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის - თამარ იარაჯულისა და რიმა ბერაძის დაჯარიმების მოთხოვნით მიმართავს. აუდიტის სამსახურის მიერ წინასაარჩევნო პოლიტიკური პატიების ფინანსური მონიტორინგის შედეგად სულ 79 პირი დაიკითხა. 

ამავე კატეგორიაში