ერგნეთში, მხარეებმა გამყოფ ხაზთან არსებული ვითარება და ოკუპირებული ახალგორის ჩაკეტვის საკითხი განიხილეს

13 სექტემბერი 2019, 17:29 1105 ნახვა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით მეოთხე ტექნიკურ შეხვედრაზე მხარეებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებული ვითარება და ოკუპირებული ახალგორის ჩაკეტვის საკითხი განიხილეს.

„კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა“, - განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.  

ირაკლი ანთაძის განცხადებით, მხარეების პოზიციები კვლავ  განსხვავებულია. ისაუბრეს ახალგორის საკითხზეც, მათ გადასასვლელების ჩაკეტვა დაუკავშირეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, რაზეც ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ  ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ასპექტი, რითაც სარგებლობენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებლები და რამდენად დამაზიანებელი იქნება ეს მათთვის.

ასევე, არ უწყობს ხელს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას“ - განაცხადა ანთაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში