პატრიოტთა ალიანსმა დევიდ კრამერის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

13 სექტემბერი 2019, 17:34 1215 ნახვა

ირმა ინაშვილმა დევიდ კრემერისა და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, მისი წარმომადგენლის განცხადებით საქართველოს პარლამენტის წევრი ამერიკელ ექსპერტებსა და დიპლომატებს „ღირსების შელახვას“ ედავება და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას მოითხოვს.

ირმა ინაშვილსა და დევიდ კრემერს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხდა, სადაც პარლამენტის წევრი სიტყვის გამოსვლის მოთხოვნით მივიდა მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ კონფერენციაზე დაპატიჟებული არ იყო, რის შემდეგაც დევიდ კრემერმა ირმა ინაშვილს მკვეთრად მოსთხოვა დაეტოვებინა საკონფერენციო დარბაზი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში