ბათუმში ტურისტებს ფულს მუქარით სძალავდნენ - დაკავებულია 4 ადამიანი შსს

17 სექტემბერი 2019, 14:21 2533 ნახვა

აჭარის პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ტურისტებზე ფულის ჯგუფურად გამოძალვისთვის ოთხი პირი დააკავა.

დაკავებულები 36-დან 40 წლამდე მამაკაცები არიან.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ბათუმში ერთ-ერთ კლუბში მუშაობდნენ, სადაც ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 2 580 თურქული ლირა და 400 ლარი გამოსძალეს“ - წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში