თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სილეზიის რეგიონალურ პარლამენტს შორის

18 სექტემბერი 2019, 10:20 1091 ნახვა

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სილეზიის რეგიონალურ პარლამენტს შორის.  დოკუმენტი, რომელსაც რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და იან კავულოკმა მოაწერეს ხელი, ოთხი ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლებისა  და ეკონომიკის სფეროებში.

დოკუმენტს ხელი ბათუმის ხელოვნების სასწავლებლის ყოფილ შენობაში მოეწერა, სადაც დეპუტატები დაახლოებით ერთ თვეში აპირებენ გადასვლას. სეიმიკის დელეგაციის წევრები 4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც შეხვდნენ.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში