რობოტი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს მკურნალობაში დაეხმარება

18 სექტემბერი 2019, 15:42 2418 ნახვა

რობოტი სახელად Mabu ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა გამოუშვა. Mabu-ს სახლის პირობებში პაციენტზე მზრუნველობა და მისი ჯანმრთელობის შეფასება დაევალება.

რობოტი ძირითადად იმ ავადმყოფებს დაეხმარება, რომლებსაც გულის უკმარისობა აქვთ.

Mabu-ს მთავარი ფუნქცია იქნება გააკონტროლოს პაციენტის მიერ მედიკამენტების დროულად მიღება. დააფიქსიროს მონაცემები, რომლებიც ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და გადაუგზავნოს ის,მის მკურნალ ექიმს. 

რობოტის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ Mabu გულის უკმარისობით დაავადებულ ადამიანებს გამოჯამრთელებაში დაეხმარება.

დაგეგმილია Mabu-ს ფუნქციების განახლება, რომლის შემდეგაც რობოტს რევმატოიდული ართრიტით დაავადებულების მოვლაც შეეძლება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში