ყველაზე ხშირად არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ახალგაზრდები ამბობენ - NDI 

19 სექტემბერი 2019, 11:01 1543 ნახვა

NDI კვლევების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობაზე ყველაზე ხშირად უარს ახალგაზრდები ამბობენ. გამოკვლევების მიხედვით, გამოკითხული  18-დან 34 წლამდე ახალგაზრდების 44 პროცენტი არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. 56% ამბობს, რომ აუცილებლად წავა. 

ახალგაზრდების შემდეგ, ყველაზე დიდი რაოდენობა, ვინც არჩევნებზე არ წავა, ძირითადად პენსიონერები არიან. გამოკითხულთა შორის, 55 წელს გადაშორებულთა 42% ამბობს, რომ არ უნდა არჩევნებში მონაწილეობა. 58% კი საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალეობას მოიხდის. 

ყველაზე აქტიური საშუალო ასაკის მოქალაქეები არიან, მათი მხოლოდ 38% ამბობს, რომ არ გააკეთებს არჩევანს. 62% კი აუცილებლად წავა არჩევანის გასაკეთებლად. 

აღსანიშნავია, რომ NDI მკვლევარების მიერ დასმულ კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას აქვთ თუ არა გადაწყვეტილი? 52% ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ იცის.  

გამოკითხვის მიხედვით, უფრო აქტიური არჩევნებში მონაწილეობის კუთხით ქალები არიან, ქალების 60% ამბობს, რომ აუცილებლად წავა არჩევნებზე, ხოლო 58% მამაკაცი. 

 

NDI კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით   2131 ადამიანთან ჩატარდა ინტერვიუ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში