გიორგი გახარიას გადადგომას 46% ეთანხმებოდა, 39% არა

19 სექტემბერი 2019, 13:24 1302 ნახვა

NDI-ის მკვლევარებმა, 20 ივნისს აქციისა და მისი ძალადობრივი მეთოდით დაშლის შესახებ, დამატებით კითხვები დაუსვეს 2131 რესპონდენტს. ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა, რომ  უმეტესობა, აქციის დაშლაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

43% მიიჩნევს რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, 8%-ი მიიჩნევს დამნაშავედ "ნაციონალურ მოძრაობას", 7%-ი ზოგადად ოპოზიციას, ხოლო 14%-ი ორივე მხარეს. 

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი ქალაქებსა და სოფლებში - 68% მიიჩნევს, რომ აქციის დაშლის დროს ხელისუფლებამ  გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22% მიიჩნევს რომ ადეკვატური რეაგირება ჰქონდა ხელისუფლებას. 

71% მიაჩნია, რომ იმ პირების მიმართ, ვინც ძალას გადაამეტა, ხელისუფლებას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია. 16% კი თვლის, რომ ხელისუფლება სწორად იმოქმედა.  

რაც შეეხება აქცია #სირცხვილიას მოთხოვნებს, გადამდგარიყო შს მინისტრი გიორგი გახარია და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარებულიყო 2020 წელს, შედეგები ასე გადანაწილდა:  

ხელისუფლების გადაწყვეტილებას პროპორციული სიით მოხდეს 2020 წელს არჩევნები, 68% დადებითად შეფასა, ხოლო 23% უარყოფთად. 

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ეთანხმებოდა გამოკითხულთა 46%, ხოლო 39% არა. 14% არ  ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში