სარაგბო კლუბს დაფინანსება ეზრდება

19 სექტემბერი 2019, 13:08 1335 ნახვა

ცვლილებები შევიდა ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც 4 მილიონ ლარზე მეტი ლარით შემოსულობების ხარჯზე გაიზარდა.

ბიუჯეტიდან სარაგბო კლუბისთვის გამოყოფილ 2 მილიონ ნახევარ ლარს აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ანთაძე და მიაჩნია, რომ გაზრდილი ფინანსებითა და სახელფასო ფონდით „ქართული ოცნება“ პარტიულ აქტივს ასაქმებს. მიიჩნევს, რომ კლუბები სპონსორების მიერ უნდა ფინანსდებოდეს და არა მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

ქალაქის მერიაში კი თანხის გაცემის მიზნობრიობასა და აუცილებლობაზე საუბრობენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში